უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გენოციდად აღიარება ხელს შეუწყობს უკრაინის წინააღმდეგ გენოციდალური პოლიტიკისთვის რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემას.
„დღეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი მივიღეთ სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შეიცავს გენოციდის ნიშნებს. ეს არის პირველი აღიარება ასეთი მაღალი საერთაშორისო ორგანიზაციის დონეზე.
პრაქტიკულად, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს გლობალურ მუშაობას, რათა რუსეთმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ტერორისტული სახელმწიფოს მეთაურმა, პასუხი აგონ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდალური პოლიტიკის გამო.
უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია რუსეთის მცდელობის ერთ-ერთი აბსოლუტურად კარგად გააზრებული ელემენტია, რომელიც მიზნად ისახავს წაშალოს ჩვენი ხალხის იდენტობა, გაანადგუროს უკრაინელების არსი. ეს არის რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი გენოციდის გააზრებული დანაშაულია. ასე უნდა იყოს კვალიფიცირებული როგორც პოლიტიკურად, ასევე იურიდიულად“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.