უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციები უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ბოროტების შეჩერება იარაღით არის შესაძლებელი და ამას უკრაინელი მებრძოლები აკეთებენ, მაგრამ ამასთან ერთად, აუცილებელია, საერთაშორისო თანამეგობრობამ გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.
"ტერორის კიდევ ერთი ღამე. რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები. რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად უმანში დაზიანდა ათი საცხოვრებელი კორპუსი. ერთ-ერთი კორპუსი მთლიანად დაინგრა. რუსული ბოროტება შეიძლება შეჩერდეს სანქციებით. გლობალური სანქციები უნდა გამკაცრდეს", – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.