უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ფინეთის ნატოში გაწევრიანებას. ამრიგად, ფინეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თავდაცვის ალიანსის სრულუფლებიანი წევრობისკენ.
გადაწყვეტილება უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს, დღის მერე ნახევარში მიიღო. ორშაბათს საღამოს მიიღეს. პარლამენტის 182-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ფინეთის ნატოში გაწევრიანებას, წინააღმდეგი მხოლოდ ექვსი იყო. უნგრეთის პარლამენტში სულ 199 დეპუტატია.
კენჭისყრა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. პარლამენტში უმრავლესობის მქონე მმართველ პარტიამ კენჭისყრამდე მიანიშნა, რომ „ფიდესი" ერსულოვნად დაუჭერდა მხარს ფინეთის განაცხადს.
ამასთან, უნგრეთის პარლამენტს არ უმსჯელია შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე და ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება შვედეთის განაცხადის განხილვა.
17 მარტს, ანკარაში ვიზიტით მყოფი ფინეთის პრეზიდენტსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად იყო ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად. ამასთან დაკავშირებით ფინური პრესა იხსენებდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ფინეთის პრეზიდენტისთვის ნათქვამ სიტყვებს, რომ უნგრეთი არ იქნებოდა ბოლო, ვინც ფინეთის ნატოში გაწევრიანებას დაუჭერდა მხარს და ვარაუდობდა, რომ ვიქტორ ორბანს გაუჭირდებოდა მიცემული სიტყვის შესრულება.