უნგრეთში, კომპანია MOL-ის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა Facebook-ზე გაავრცელა.

მისი თქმით, აფეთქება ქალაქ ტისაუივაროშში მდებარე MOL-ის ქარხანაში 22 მაისს მოხდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.

პრემიერის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ ენერგეტიკის მინისტრი იშტვან კაპიტანი და MOL-ის გენერალური დირექტორი ჟოლტომ ჰეტნადი.