უნგრეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონს, რომლის საფუძველზე ბუდაპეშტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დაბრუნდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 2025 წელს ქვეყნის მონაწილეობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეაჩერა.

როგორც Reuters იუწყება, ორბანის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღო, რომ სასამართლო "პოლიტიზებული" გახდა, თუმცა ახალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტის წევრობას სასამართლოში აღადგენს.

აღსანიშნავია, რომ ორბანის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილება 2025 წლის აპრილში მიიღო, ხოლო მოგვიანებით უნგრეთში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩავიდა.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი აქვს გაცემული.