უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, გამოცემა The Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა "ევროვიზიის" მაყურებლისადმი მიემართა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

პრეზიდენტის ოფისის სპიკერი სერგი ნიკიფოროვი ამბობს, მათ არ უთხოვიათ "ევროვიზიისთვის" პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის ჩვენება ღონისძიებაზე.

"Times-ის ინფორმაცია არ არის სიმართლე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს არ მიუმართავს "ევროვიზიის" ორგანიზატორებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინ გამოსვლის თხოვნით, ფინალის ან ნებისმიერი ეტაპის დროს," - წერს ნიკიფოროვი.