The Times-ის ცნობით, ზელენსკის სურდა მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის მიემართა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინის მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მოეწოდებინა. თუმცა, ევროპის მაუწყებელთა საბჭომ, რომელიც BBC-სთან ერთად  "ევროვიზიის" ორგანიზატორია, პრეზიდენტის თხოვნა უარყო. 

"მუსიკალური კონკურსი "ევროვიზია" საერთაშორისო გასართობი შოუა, რომელიც მკაცრ წესებს და პრინციპებს ექვემდებარება. აღნიშნული წესები მისი შექმნის მომენტიდან იყო დაწესებული. კონკურსის ერთ-ერთი ქვაკუთხედი მისი აპოლიტიკურობაა და ეს პრინციპი, კონკურსის ფარგლებში, პოლიტიკური განცხადებების კეთებას  კრძალავს. 

მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის თხოვნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე აუდიტორიისადმი მიმართვის შესახებ, კეთილი განზრახვით იყო გაკეთებული, სამწუხაროდ, ვერ დააკმაყოფილებს ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელობას, რადგან ეს ეწინააღმდეგება ღონისძიების წესებს",-  ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის პასუხში.