16 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქში, სარატოვის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს.

სარატოვის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, ერთ-ერთი უძველესი რუსული ნავთობგადასამუშავებელი ქარხანაა, რომელიც ნავთობკომპანია "როსნეფტის" შემადგენლობაში შედის.

ნავთობის გადამუშავების მოცულობა 2020 წლის მდგომარეობით 7.2 მილიონი ტონა, 2023 წელს კი - 4.8 მილიონი ტონა იყო.

საწარმო აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაკმაყოფილებით არის დაკავებული.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ამ ობიექტზე იერიში ზუსტად ერთი თვის წინ, 2025 წლის 16 სექტემბერსაც მიიტანეს.