უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს, რუსეთმა ოდესის ოლქზე მასშტაბური იერიში მიიტანა მოიერიშე დრონების გამოყენებით, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია ტექსტილის პროდუქციის (ქსოვილები, ტანსაცმელი, შესაფუთი მასალები) და საკერავი აღჭურვილობის  საწყობებში.

სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელს უშლიდა ობიექტზე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემის არარსებობა. მათივე ცნობით, დაშავდა ერთი ადამიანი. ასევე დაიწვა ერთი ავტომობილი.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ კიპერის ცნობით, მასშტაბური ხანძარი 5000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე გავრცელდა.