5 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მასობრივი იერიში მიიტანა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა 9 რეგიონი 50 რაკეტითა და 500 დრონით დაბომბა.

ზაპოროჟიეს ოლქზე იერიშის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 10 ადამიანი.

ლვოვის ოლქი უპილოტო საფრენი აპარატებითა და ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 4 და დაშავდა 4 ადამიანი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.