16 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინულ ენერგეტიკულ ობიექტებზე მასობრივი იერიში მიიტანა.

თავდასხმის შედეგად რიგ დასახლებებში შეწყდა ენერგომომარაგება, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. 

"რთული სიტუაციის გამო კიევში, კიევის, ხარკოვის, სუმის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, კიროვგრადის, დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის ოლქებში ავარიულად შეჩერებულია ელექტროენერგიის მიწოდება". – წერია უკრენერგოს განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 16 ოქტომბერს რუსეთმა იერიშისთვის 300-მდე დრონი და 37 რაკეტა გამოიყენა.

"ამ შემოდგომას, თითოეულ დღეს რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშისთვის იყენებს". – წერს ზელენსკი Telegram-ის არხში.