თურქეთის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცველებმა 147 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.
პოლიციამ ეჭვმიტანილები თურქეთის 30 პროვინციაში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავა.
დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები მოქმედებდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, იყვნენ ჩართული შეიარაღებულ კონფლიქტებში დაჯგუფებასთან ერთად და ეხმარებოდნენ დაფინანსების კუთხით.