თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ქვეყნის ათ პროვინციაში, 912 ადამიანი დაიღუპა და 5 383 დაშავდა.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან ახლოს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სამსახურის ცნობით, მისი სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდა იყო.
დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები. ნანგრევებში რჩებიან დაზარალებულები.
თურქეთთან ერთად, მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია მეზობელ სირიაშიც. ბიძგები იგრძნობოდა ლიბანში, კვიპროსსა და ღაზის სექტორშიც.