თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქ. სტამბოლსა და ქ. ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:
📞 საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +905336903040; +905392208280
📞 გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +905418184400
📞 გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +905413262226
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას.
ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.