წყალდიდობის გამო პორტუგალიის რამდენიმე რაიონში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა გადაიდო.

პორტუგალიის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში სამი მუნიციპალური საბჭო იძულებული გახდა, ხმის მიცემა ერთი კვირით გადაედო, რაც დაახლოებით, 37 000 რეგისტრირებულ ამომრჩეველს შეეხო.

პორტუგალიელები მემარცხენე კანდიდატ ანტონიო ხოსე სეგუროსა და ულტრამემარჯვენე ანდრე ვენტურას შორის აკეთებენ არჩევანს.

გამოკითხვების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას სეგურო მოიპოვებს. წინასწარი ოფიციალური შედეგები ჩვეულებრივ რეჟიმში ადგილობრივი დროით, საღამოს რვა საათიდან გამოქვეყნდება. ქვეყნის სხვა ნაწილებში ამომრჩევლები საარჩევნო უბნებთან მივიდნენ, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, პირველ ტურთან შედარებით, დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.

თარგმანი: პირველი არხი