სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანის „სტოჟიცე არენაზე“ დასრულდა ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქემ,საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებმა, პორტუგალიის  ნაკრებთან 1:4 წააგო.

საფრანგეთი - პორტუგალია 1:4(1:2)

ფინალში პორტუგალიის მეტოქე ესპანეთი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ესპანეთმა ხორვატია 2:1 დაამარცხა.