რუსეთიდან და ჩინეთიდან მზარდი საფრთხის გამო NATO ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-თან საუბრისას განაცხადა.
სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსში მიმდინარე კონსულტაციების თემაა რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს საბრძოლო მზადყოფნაში და რამდენი უნდა დარჩეს არსენალში.
"ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი უნდა იყოს გამჭვირვალობა, რომლითაც ოპონენტებს აჩვენებ, რომ NATO ბირთვული ალიანსია. NATO–ს მიზანი არის მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ, ვიდრე ეს იარაღი არსებობს, ალიანსი დარჩება ბირთვულ გაერთიანებად, რადგან მსოფლიო, სადაც რუსეთს, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი აქვთ, ხოლო NATO–ს - არა, გაცილებით საშიშია", – განაცხადა სტოლტენბერგმა.