NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის მომავალი NATO-შია. ამის შესახებ მან პრაღაში გამართული ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ამ გზაზე წინსვლა. წევრობა იქნება უკრაინის უსაფრთხოების საბოლოო გარანტია. ეს უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობას და აღდგენისთვის საჭირო სტაბილურობას", – განაცხადა მან.