სტამბოლის დაპატიმრებულ მერს, ეკრემ იმამოღლუს პარიზის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარიზის საქალაქო საბჭომ კენჭისყრის შედეგად მიიღო.
როგორც საფრანგეთის დედაქალაქის მერმა, ან იდალგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამჟამად იმამოღლუს უსამართლოდ წაართვეს შესაძლებლობა, წარმომადგინოს თავისი პარტია და იყოს თურქეთის მილიონობით მოქალაქის ხმა.
„იმამოღლუს, რომელსაც წაართვეს თავისუფლებები და ფუნდამენტური უფლებები, უნდა ჰქონდეს პარიზის სრული მხარდაჭერის იმედი“, – თქვა იდალგომ.
საფრანგეთის დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ პარიზის ეს მხარდაჭერა იმამოღლუს მიმართ თურქეთის ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას, შეისმინოს დემოკრატიული გონიერების ხმა.
ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მოიაზრება, 19 მარტს კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებამდე ეკრემ იმამოღლუ განიხილებოდა მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატად 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. იმამოღლუს დაპატიმრებას თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
თარგმანი: პირველი არხი