ასეთი განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თავისი საახალწლო მიმართვის დროს გააკეთა.

ახლა რთული დროა და სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ერთიანობა, - განაცხადა კანცლერმა და გერმანელებს მომავალ ფედერალურ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ყველამ, ვისაც დღევანდელი მსოფლიოსთვის გადაუხედავს, იცის „რა დიდი მიღწევაა თავისუფალი და ფარული არჩევნები“, - თქვა შოლცმა და განაგრძო:

„თქვენ - მოქალაქეები - გადაწყვეტთ, რა გზით წავა გერმანია. ამას სოციალური ქსელების მფლობელები არ წყვეტენ", - განაცხადა შოლცმა.

მან ასევე მოუწოდა გერმანელებს, არ აჰყვნენ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ საეჭვო შინაარსის გზავნილებს და არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

მაგდებურგში მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე წუთში ინტერნეტით ბინძური ჭორები გავრცელდა. ბევრი მათგანი ძალიან მცირე სიმართლეს შეიცავდა და რეალობასთან არ იყო ახლოს. „ასეთი რაღაც გვყოფს და გვასუსტებს. მსგავსი რამ არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის“, - თქვა ოლაფ შოლცმა მაგდებურგის თავდასხმის შესახებ მოგონებისას.

პოლიცია და მაშველები იმ საშინელ ღამეს ძალიან პროფესიონალურად მოიქცნენ, თუმცა ბევრი თავადაც შოკში იყო. ბაზრობაზე მყოფმა უამრავი სტუმარმაც თავისით დაიწყო დაზარალებულთათვის და მაშველებისთვის დახმარების აღმოჩენა. „ასეთები ვართ ჩვენ. აი, ასეთია გერმანია", - თქვა შოლცმა და დასძინა:

„ჩვენ ვართ არა ერთმანეთს დაპირისპირებულთა, აგრეთვე, ერთმანეთის გვერდის ამქცევთა, არამედ ერთიანობის ქვეყანა"

კანცლერმა აღიარა, რომ ეკონომიკას უჭირს, ცხოვრება გაძვირდა და ბევრი მზარდი შეშფოთებით უყურებს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ასეთი შეშფოთების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ბევრს აინტერესებს, რა მოხდება შემდეგ გერმანიაში.

„ჩვენი ერთიანობა გვაძლიერებს" - უპასუხა მან თავის მიერვე დასმულ კითხვას.

გერმანია სიდიდით მესამე ეკონომიკაა მსოფლიოში, თუმცა მისი მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ ერთ პროცენტს შეადგენს. შრომისმოყვარე ადამიანებს შორის, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს, ბევრი სხვა ქვეყნიდან არის. ისინი გვეხმარებიან აქ და დიდი ხანია არიან გერმანიის წარმატების ისტორიის ნაწილი. გერმანიამ ჩვენი განცალკევების უფლება არავის არ უნდა მისცეს.