ჩაიდნად ან მეფე ლირად გარდასახვის სტანდარტებს მსახიობებს რომელიმე პოლიტიკური რეპორტიორი ასწავლის?  - ამის შესახებ "ფედერალისტების"ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 


"რამენაირად უნდა შეიგნოთ მეგობრებო, რომ მედიის მოვალეობა არის რეალობის აღწერა და არა ვირტუალური რეალობების შექმნა. 

პოლიტიკოსების და აქტივისტების საქმეა მედიის აღსაწერი რეალობების შექმნა. 
ოპო მედიის მიერ შექმნილმა ვირტუალურმა რეალობებმა მოგვიყვანა აქამდე. 


სალომე ზურაბიშვილი ამ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი და საპროტესტო მოძრაობის ხმაა დასავლეთში. 
მან უნდა უხელმძღვანელოს ქვეყანას გარდამავალ პერიოდში - ხელახალ არჩევნებამდე. 


ამის ხორცშესხმა რომ მოხდეს, ჯერ რეალობა სწორად უნდა აღიწეროს და მედიის ვალი არის ეს. 
და ფეხებში ნუ ებლანდებით ეს "MIHAKVDEBA" ხალხი პროფესიონალურ მედიას, სანამ ლამაზები ხართ.
პ.ს. მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".