თბილისში, საბურთალოს რაიონში, დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც ""აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.