სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „სტუდენტური სიის“ წარმომადგენელი იოვო ბაკიჩი აცხადებს, რომ სერბეთის ახალი ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებს.
„ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთს, როგორც ზესახელმწიფოს და როგორც ჩვენს ისტორიულად მნიშვნელოვან პარტნიორს, ხშირ შემთხვევაში კი, დამცველსაც. არავითარი ცვლილება ამ მხრივ (ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში) არ იქნება“, – განაცხადა იოვო ბაკიჩმა RT Balkan TV-ის გადაცემა „ბალკანეთი ირჩევს“ ეთერში საუბრისას.
ამასთან, იოვო ბაკიჩმა აღნიშნა: „ჩვენ გამოვცადეთ გაერო-ს სანქციები და შესანიშნავად გვესმის, როგორი გამოცდაა ეს“.
მისი თქმით, პატარა სერბეთის მიერ რუსეთთან მიმართებით დაწესებული „სანქციები ბევრს ვერაფერს შეცვლის, თუმცა სიმბოლურად ძალიან ცუდი იქნება“.










