სერბეთში საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლა გრძელდება.

რესპუბლიკური საარჩევნო კომიტეტის საიტზე ატვირთული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის 8392 საარჩევნო უბნიდან დამუშავებულია 8953 უბნიდან მიღებული 3 225 904 ბიულეტენი, რაც, გამომდინარე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან და გაცხადებული აქტივობიდან, მთელი სერბეთის მასშტაბით გაცემული ბიულეტენების დაახლოებით 75%-ია.

„ალექსანდრ ვუჩიჩი - გაერთიანებული სერბეთი“ ხმების 40,73%-ით (1 312. 959 ხმა) თითქმის 10%-ით ჩამორჩება სტუდენტურ სიას. 

„სტუდენტური სია - სტუდენტები იმარჯვებენ“ ამ დროის მონაცემებით 50,28%-ს (1 621 063 ხმა) იღებს. 

250-ადგილიან პარლამენტში 7 მანდატი შესაძლოა მოიპოვონ ეროვნული უმცირესობების (უნგრელები, ალბანელები, მონტენეგროელები, ბოსნიელები) წარმომადგენლებმა. მათგან 4 „ალექსანდრ ვუჩიჩი - გაერთიანებული სერბეთის“  მხარდამჭერად მოაზრება, 3 კი სტუდენტური სიის“, რაც ნიშნავს, რომ ვუჩიჩს პარლამენტში სულ ეყოლება მხოლოდ 107 მხადამჭერი.

მოამზადა რაულ კაპანაძემ