ანჟეში ყინულზე ფიგურული სრიალის ოსტატები საფრანგეთის გრან-პრიზე ასპარეზობენ.
ქალთა შორის მოკლე პროგრამით ასპარეზობის შემდეგ ლიდერობა ხელთ იგდო იაპონელმა იუნაი აოკიმ. მეორე ადგილზე ანასტასია გუბანოვაა, მესამეზე კი იაპონელი ამი ნაკაი

ყინულზე ცეკვაში ფრანგები, ლორანს ფურნიე ბოდრი და გიიომ სიზერონი ლიდერობენ. დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილი მეორე ადგილზეა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ




