სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია "აიპრესს" იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. 

მან განცხადებით მიმართა იუსტიციის მინისტრს პაატა სალიას. რაც უწყების ხელმძღვანეელმა დააკამტოფილა. 

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის სამინისტროს, უფლებამოსილება შეუჩერდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს.

უწყებაში აღნიშნავენ, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ​საქმე გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.