ველურ ბუნებას კიდევ 10 ნიამორი შეემატა.

 სახეობათა აღდგენის პროგრამის ფარგლებში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს, თბილისის ზოოპარკისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა თეთრობის აღკვეთილში 10 ნიამორი ველურ ბუნებაში გაუშვეს.