სერბეთში საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლა გრძელდება

რესპუბლიკური საარჩევნო კომიტეტის საიტზე ატვირთული მონაცემების დთანახმად, ამ დროისთვის 8392 საარჩევნო უბნიდან დამუშავებულია 2676 უბნიდან მიღებული 842531 ბიულეტენი, რაც, გამომდინარე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან და გაცხადებული აქტივობიდან, მთელი სერბეთის მასშტაბით გაცემული ბიულეტენების დაახლოებით 19,8%-ია.

„ალექსანდრ ვუჩიჩი - გაერთიანებული სერბეთი“ ხმების 44.78%--ით (377205 ხმა) მცირედით ჩამორჩება სტუდენტურ სიას. 

„სტუდენტური სია - სტუდენტები იმარჯვებენ“ ამ დროის მონაცემებით 45,48%-ს (383089 ხმა) იღებს. 



250-ადგილიან პარლამენტში ასევე შეიძლება დაახლოებით 10 კაცის შემადგენლობით მოხვდნენ ეროვნული უმცირესობების (უნგრელები, ალბანელები) პარტიები.

ვარაუდობენ რომ მმართველი პარტიის ჩამორჩენა ბელგრადის საარჩევნო ოლქში შემავალი უბნების დათვლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება. ამ დროის მონაცემები ბელგრადის ოლქიდან მხოლოდ 154271 ბიულეტენია დამუშავებული, ეს კი,  ბელგრადის ოლქში საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობის ~13,5%-ს შეადგენს. 


მოამზადა რაულ კაპანაძემ