ალმათიში ATP 250-ის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა დასრულდა.
ქართველი ჩოგბურთელის, მსოფლიო რეიტინგში 108-ე ადგილზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ნახევარფინალურ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის 33-ე ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი იყო.
შეხვედრა ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში მოიგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - სტეფანოს ციციპასი 6:4, 6:7(5:7), 6:3
ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი დანილ მედვედევს (№5) და ყაზახ ალექსანდრე ბუბლიკს (№20) შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




