დღეს ქართველი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე დაკრძალეს.
გიორგი ნემსაძის ხსოვნას პატივი პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, დეპუტატებმა, მისმა კოლეგებმა, ახლობლებმა და მოქალაქეებმა მიაგეს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 69 მატჩი, 42 თამაში კაპიტნის სამკლაურით და მრავალი გატანილი გოლი.
ფეხბურთელის სპორტული კარიერა 80-იანი წლებიდან დაიწყო. გიორგი ნემსაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჯამში 69 მატჩი აქვს ჩატარებული. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. 2017 წლიდან კი ის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში 21 ოქტომბერს გარდაიცვალა.




