ბორდოში, ერთ-ერთ რესტორანში, თევზის კონსერვისგან დამზადებული სალათის ჭამის შემდეგ, 32 წლის ქალი გარდაიცვალა, ათადე პირი კი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
პირველადი მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ყველა მათგანს ბუტულიზმის ჩხირები აღმოაჩნდა.როგორც გამოძიებამ დაადგინა, თევზის კონსერვი რესტორნის მფლობელების მიერ სახლის პირობებში იყო დამზადებული.
მოწამლული პირები, 10 სექტემბერს, ბორდოში, რესტორან Tchin Tchin Wine bar - ში იმყოფებოდნენ. საკვების მიღებისთანავე, მათი მდგომარეობა მკვეთრდა გაუარესდა. ერთ-ერთი მათგანი, 32 წლის ქალი გარდაიცვალა. 5 პირი ამ დრომდე რეანიმაციაშია და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც კლინიკის ექიმი რეანიმატოლოგი ამბობს, ბუტულიზმის ჩხირები ორგანიზმში საკმაოდ სერიოზულ გართულებებს იწვევს, შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების გადაკეტვა და სიკვდილი, ასევე, კუნთების ატროფია და ლაპარაკის შეზღუდვა.
მოწამლულთაგან ერთ-ერთი ტურისტი იყო, რომელიც სამშობლოში განაგრძობს მკურნალობას, ბუტულიზმის შემთხვევებიდან 5-10% ფატალურად სრულდება.