ჩვენ უკვე ვიცით თითოეული ფრაზის - „მოწამლეს“ უკან რამდენი ათასი დოლარი იდგა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ გიული ალასანიას მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, ვინც უფრო მძიმე დიაგნოზი ახსენა და უფრო რადიკალური იყო, იქ მეტი ფულია გადახდილი.

„ამ მილიონმა დოლარმა არ ქნა ამხელა ფართომასშტაბიანი კამპანია, იქ შვეიცარის ბანკის ეპიზოდი და „კრედიტ სუისის“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟის ეპიზოდი გავიხსენოთ, აქეთ CNN-ის თემებიც გავიხსენოთ, უამრავი სტატიაც. ნუ ვიტყვით, რომ 100% აქ იყო ფულით ეს ყველაფერი გაკეთებული. რაღაც გაკეთდა ფულით, რაღაც სხვა კოორდინაციის შედეგი იყო, მაგრამ ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, მაგალითად, 100 რაღაც ათასი დოლარი, გადახდილი იყო საექიმო დასკვნაში. ობიექტურად ასეთი საექიმო დასკვნა შეიძლება დაჯდეს 5 ათასი, 10, 20, 30 ათასი, არ ვიცი, ორჯერ დაელაპარაკები და დასკვნა გამოგაქვს, სისხლის ანალიზს ჩახედავ და გამოიტან დასკვნას, 100 და 200 ათასი არ უნდა ღირდეს. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვიცით თითოეული ფრაზის უკან - მოწამლეს, რამდენი ათასი დოლარი იდგა. რომელმაც უფრო მძიმე დიაგნოზი ახსენა და უფრო რადიკალური იყო, იქ მეტი ფულია გადახდილი, პირდაპირ პროპორციულად, ფურცელზე წერია. ორი კითხვა გაჩნდა, საიდან ამდენი ფული?! ძალიან მიამიტები ნუ ვიქნებით, რომ მხოლოდ მილიონი დოლარია, მილიონი დოლარის „გაპრავება“ მოუწიათ. იმის იქით ცალკე ფული რამდენია გადახდილი, არ გამოვრიცხავ, რომ 5 და 10 იმდენი იყოს, მაგრამ ძალიან ილუზიებში რომ არ წავიდე, მინიმუმ, ორი-სამი ოდენობა ამ საქმეს დასჭირდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.