რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონებით და რაკეტებით შეტევა კვლავ განახორციელა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი პირი დაიჭრა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაჭრილებს შორის ორი ბავშვია.
მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები, ეკლესია და სასწავლო დაწესებულება.