საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი ბადაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია და ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმომადგენლები, საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროს დაკავებულების მიმართ სამართალწარმოების პროცესით დაინტერესდნენ, რაზეც გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ გიორგი ბადაშვილმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.