გურამიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების მიმდებარედ, მდინარე ჭურთავაზე, ახალი ხიდების  მოწყობა დასრულების ფაზაშია.

რამოდენიმე ათეული წლის წინ აშენებული, ამორტიზირებული ხიდები უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა და მოქალაქეების გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. ორივე პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაფინანსდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს  მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე,  შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივებს გაესაუბრა.