სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა. „მთის ამბებმა“ მასთან ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა. მეცნიერმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება უკანონოდ დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო. ამას წინ უძღოდა, სასამართლოს მიერ, თეა გოდოლაძეზე მძიმე ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პარტნიორის გამართლება. ყოფილი პარტნიორგის გამართლების შემდეგ, დავა დაიწყო თეა გოდოლაძის მიმართ ყოფილი პარტნიორის შვილის მიმართ შესაძლო ძალადობის საქმეზე. 

"ბრალი წარმედგინა 2023 წლის ზაფხულში,  შოვის ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე. შოვის ტრაგედიამ უფრო გაამძაფრა მდგომარეობა. მხოლოდ ერთი პროცესი ჩატარდა და როგორც მიხსნიან, შესაძლოა ბოლო დღეებში ჩატარდეს დანარჩენი. თითქმის ერთი წელია არ ჩატარებულია. 

საქმე ეხება ჩემი ყოფილი პარტნიორის შვილის მიმართ ვითომ და ძალადობის ფაქტს, რომელიც 2 წლის წინანდელია. ეს დავა მას შემდეგ დაიწყო რაც მე ჩემი ყოფილი პარტნიორი ვამხილე ძალადობაში, თუმცა საქმე მას მერე დაიწყო, რაც ჩემი ყოფილი პარტნიორი უდანაშაულოდ სცნეს.

 მე დავრეკე 112-ში და ვამხილე ჩემი ყოფილი პარტნიორი ძალადობაში. ფაქტზე დააკავა პოლიციამ და წაუყენა ბრალი. 

საქმეში არის ძალიან ბევრი დეტალი, მაგრამ რატომღაც სახელმწიფო არ იცავს ქალს ძალადობისგან. საქმეში ის მტკიცებულებები არ  დევს, რაც მის დანაშაულზე მიუთითებს. პირველმა ინსტანციამ და მეორე ინსტანციამ ჩათვალეს რომ ცემის ფაქტი იყო, მაგრამ მტკიცებულებები ამისა საკმარისი არ აღმოჩნდა. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთლიანად მოხსნა გენდერული მოტივი. გაუგებარია შორენა გუნცაძის განაჩენი, მე ქალის მიერ ქალის მიმართ ასეთი რამის დაწერა ჯერ არ მინახავს. 

რაც დასრულდა ეს პროცესი, მას შემდეგ დაიწყო დავა იმის შესახებ, რომ მე თითქოს ვძალადობდი ჩემი ყოფილი პარტნიორის შვილზე"