ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე საზარელი თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 51 ადამიანი ემსხვერპლა, რუსმა ოკუპანტებმა  6 ოქტომბერს, გამთენიისას იერიში მიიტანეს ქალაქ ხარკოვზე.

ქალაქის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, მტერმა დარტყმები ხარკოვის ცენტრზე განახორციელა. ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

ხარკოვის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, ხარკოში დაფიქსირდა ორის სარაკეტო დარტყმა. მათივე განცხადებით, დარტყმები სავარაუდოდ, „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა.

მოგვიანებით სინეგუბოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მტრის რაკეტები ხარკოვში კიევისა და ოსნოვიანსკის რაიონებში ჩავარდა. მისივე ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ავტომობილებისა და შენობების დაზიანების შესახებ.