კიევზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლა კალაშნიკმა განაცხადა.
"რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა. ჩამოგდებულია მტრის სამიზნეები“, - წერს ის Telegram არხზე.
კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები არ დაზიანებულა.
ასევე, კალაშნიკის თქმით, რეგიონის ობუხოვსკის რაიონში დრონების დარტყმების შედეგად ხუთი კერძო სახლი დაზიანდა.
რუსულმა დრონებმა კვირას გვიან ღამით კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებსა და რეგიონებს შეუტიეს, მას შემდეგ, რაც კრემლის მიერ ცალმხრივად გამოცხადებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოიწურა.