უკრაინული მედიის ცნობით, დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა, კიდევ დაშავებული ოთხი ადამიანი

საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის ცნობით, მტრის თავდასხმას 12 წლის გოგონა ემსხვერპლა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რუსული დრონი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. ნანგრევების ქვეშ ბავშვები აღმოჩნდნენ. მათივე ცნობით, 12 წლის მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.