უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკისა და ხერსონის ოლქებში რუსეთის ძალების იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა.

სამივე მსხვერპლი დონეცკის ოლქში იყო - კომარში 2 ადამიანი დაიღუპა მირნოგრადში - ერთი.

რეგიონში კიდევ 2 ადამიანი დაშავდა. ამასთან, ხერსონის ოლქში რუსული აგრესიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.

რუსმა სამხედროებმა დარტყმა მიაყენეს კრიტიკულ და სოციალურ ინფრასტრუქტურას; დაზიანდა რეგიონის დასახლებული პუნქტების საცხოვრებელი ტერიტორიები, კერძოდ, 2 მრავალსართულიანი შენობა და 9 კერძო სახლი.

ოკუპანტებმა ასევე დააზიანეს გაზსადენი, დამხმარე შენობები, ავტოფარეხი და  ავტომობილები.