1 მაისის ღამეს რუსეთმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი.
"მტერმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ საცხოვრებელი შენობები. რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი. მედიკოსები დაშავებულებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ". – განაცხადა კიპერმა.
სამაშველო სამსახურის ცნობით, ერთ-ერთ დაბომბილ სახლში, მაღალ სართულზე ასაკოვანი წყვილი ცხოვრობს, მათთან კავშირი დაკარგულია.