თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით, უახლოეს დღეებში კიევში ჩავა. ამის შესახებ გამოცემა Turkiye Gazetesi ანკარაში უკრაინის ელჩ ნარიმან ჯელიალზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაცია იქნება.

მოლაპარაკებების დროს ლიდერები ასევე განიხილავენ ანკარის მცდელობებს, ომის დასრულების შესახებ.