რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სოჭში, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსება ივლისში დაიწყება. 

მისი თქმით, 7-8 ივლისს მთავრდება ბირთვული არსენალის განთავსებისთვის საჭირო შეიარაღების მომზადება.

"და ჩვენ დაუყოვნებლივ მივიღებთ ზომებს თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით," - განაცხადა პუტინმა.