პრინც ჰარის ავტობიოგრაფია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა.

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, 10 იანვარს გამოქვეყნებული „სათადარიგო" ისტორიაში ყველა გაყიდვადი არამხატვრული ჟანრის წიგნი გახდა.  

მხოლოდ პირველ დღეს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და კანადაში 1,43 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. წინა რეკორდი ეკუთვნოდა ბარაკ ობამას მემუარებს წიგნს „აღთქმული მიწა", რომელიც გამოცემის დღეს 887 000 ეგზემპლარი გაიყიდა.