Politico-ს ცნობით, დმიტრო კულება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადააყენეს იმის გამო, რომ „აღიზიანებდა“ პრეზიდენტის ოფისის გავლენიან ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, რომელსაც საგარეო უწყებაზე მეტი კონტროლი სურს. ამის შესახებ გამოცემა მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

„კულებას წასვლა არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ აძევებს ზელენსკის გარემოცვა გარე პირებს, რომლებიც მზად არიან, დასვან შეკითხვები და შეეწინააღმდეგონ. ეს შეესაბამება მანამდე შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის გათავისუფლებას, რომელიც დაუპირისპირდა ზელენსკის ომის სტრატეგიის და საბრძოლველად მეტი ადამიანის მობილიზების საჭიროების გამო. ზალუჟნისადმი კეთილგანწყობის მაღალმა რეიტინგებმა არ განაწყო მისადმი პრეზიდენტის ფხიზელი და ეჭვიანი ადმინისტრაცია.

კულებაც და ზალუჟნის დასაცველი მაღალჩინსონების აღტაცებასაც იწვევდნენ და მათი წასვლა ყოფილ თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან ერთად გასულ წელს, გარკვეული შეშფოთება გამოიწვია“, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, არცერთ მათგანს არ გამოუთქვამს შეშფოთება საჯაროდ, რათა რუსეთის პროპაგანდისთვის არ შეეწყოთ ხელი.

Politico წერს, რომ უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ აქარწყლებს შიშებს ზელენსკის მმართველობის უკიდურესად პერსონალიზებული და ზოგიერთის აზრით, ავტოკრატიულ ხერხთან დაკავშირებით, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სანდო მეგობრებისა და მრჩევლების შიდა წრეზე მისი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

გასულ თვეში ჩატარებულ გამოკითხვა აჩვენებს, რომ გამოკითხულების ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ზელენსკის ოფისს ჭარბი გავლენა აქვს სახელმწიფო და სამართალდამცავ ორგანოებზე, სასამართლოებზე, ანტიკორუფციულ ორგანოებზე, ასევე ქვეყნის პარლამენტზე.

ამავე დროს, ზელენსკის დამცველები ამბობენ, რომ ომს სჭირდება მტკიცე ხელი და ახლა არ არის დრო დემოკრატიული დეტალებისთვის, როდესაც რუს ავტოკრატს ებრძვი, რომელსაც უკრაინის როგორც სახელმწიფოს განადგურება სურს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში ზელენსკის პოპულარობა სულ უფრო მცირდება. თუმცა, მოსახლეობა აქებს იმას, რომ ის მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე, როდესაც რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებოდნენ და უკრაინელები მისი მადლობლები დარჩებიან საომარ პერიოდში მისი პირველი ყოველდღიური მიმართვებისთვის, რომლებმაც ერი გააერთიანა.