ევროკომისარ ურსულა ფონ დერ ლაიენის განახლებულ ევროკომისიაში უსაფრთხოების, თავდაცვითი მრეწველობისა და კოსმოსის საკითხების კომისარი ლიეტუველი პოლიტიკოსი ანდრიუს კუბილიუსი გახდება, – იუწყება Politico.
კუბილიუსი არის ევროპარლამენტის დეპუტატი, რომლის ყურადღების ცენტრში უცხოური საკითხებია. იგი გამოცდილი პოლიტიკოსია, ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა პრემიერ-მინისტრად. კუბილიუსს ეს თანამდებობა ორჯერ ეკავა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ის ფართო პატივისცემით სარგებლობს, ვინაიდან ლიეტუვა 2008 წლის ფინანსურ კრიზისში გამოატარა. იგი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, კერძოდ, აღნიშნავს, რომ აუცილებელია კიევის განუწყვეტელი სამხედრო დახმარება. კუბილიუსი გამოვიდა მოწოდებით, რომ უკრაინის აღსადგენად გამოყენებულ იქნეს დასავლეთში გაყინული რუსული აქტივები.
კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაფართოება უნდა მოახდინოს და პრიორიტეტი უნდა იყოს უკრაინის მიღება.
უკანასკნელ წლებში კუბილიუსი იყო იმ დასავლელ პოლიტიკოსთა შორის, რომლებიც მწვავედ აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას.