უკრაინა აშშ-ს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე იმ ობიექტების სიას წარუდგენს, რომლებზე დარტყმებსაც შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი კიევს ამერიკული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვებს მოუხსნის, – იუწყება Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროები აცახდებენ, რომ სია ხელს შეუწყობს შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე აკრძალვის მოხსნას, დააჩქარებს საბრძოლო მასალის მიწოდებას და ხელს შეუწყობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.
Politico-ს წყაროები აღნიშნავენ, რომ შესაძლო იერიშებისთვის ობიექტების სიას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ანდრი ერმაკი ვაშინგტონში მიმდინარე კვირაში წარადგენენ.
"თეთრი სახლი კვლავაც შიშობს, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღით რუსეთის წინააღმდეგ დარტყმების მიყენების უფლების მიცემამ შესაძლოა, კრემლს კიდევ უფრო აგრესიული მოქმედებებისკენ უბიძგოს", – იტყობინება Politico. ამჟამად უკრაინას უფლება აქვს, გარკვეული რადიუსის ფარგლებში იმოქმედოს რუსეთის არმიის იერიშის აღსაკვეთად.