საფრანგეთის ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაკავებულმა მილიარდერმა პაველ დუროვმა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეობას ფლობს, რუსეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე უარი განაცხადა, - იტყობინება POLITICO წერს.
პაველ დუროვის შესაძლო დახმარებაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ დუროვი ჯერაც რუსეთის მოქალაქეა.
Telegram-ის დამფუძნებლის დაკავებაზე პირველად ისაუბრა თავად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ დუროვის მიმართ შერჩევითად იმოქმედა, რადგან ის პროცესები, რაც პაველ დუროვს ბრალად ედება, მისი თქმით, ყველა სხვა მსგავს სოციალურ პლატფორმაზე ხდება და გამოძიება ამითაც უნდა დაინტერესდეს.
პაველ დუროვს საფრანგეთის ხელისუფლება 12 ეპიზოდში ადანაშაულებს, მათ შორისაა ტერორიზმის ხელშეწყობა, ბავშვების ტრეფიკინგი, სექსუალური შინაარსის კონტენტის არალეგალური გავრცელება. ეს მძიმე დანაშაულები უკავშირდება პლატფორმის მიმართ Telegram-ის დამფუძნებელს მიდგომას - ისინი არ თანამშრომლობენ სამართალდამცველებთან მიუხედავად უმძიმედი დანაშაულებებისა.