უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Telegram-ის საკუთარ არხზე დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მოსკოვს ომის გაგრძელება სურს.

"სამწუხაროდ, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ სტატუს-კვო არ შეცვლილა. უკრაინა ომიდან გამოსვლის ერთადერთ რეალისტურ გამოსავალს სთავაზობს: ცეცხლის დაუყოვნებლივი და უპირობო შეწყვეტა - ყველგან, ხანგრძლივად, სავალდებულოდ... და არსებობს რუსეთის უცვლელი პოზიცია, რომელსაც, როგორც ადრე სურს ომი, ნგრევა, მკვლელობები, იმიტომ რომ ეს არის ამ სახელმწიფოს არსებობის ერთადერთი საშუალება", - დაწერა მან.