აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანში სკოლაზე დარტყმას იძიებს.
მისივე თქმით, სამოქალაქო ობიექტები და მშვიდობიანი მოსახლეობა აშშ-ის სამიზნე არასდროს ყოფილა.
„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ ამას ვიძიებთ. რა თქმა უნდა, სამოქალაქო ობიექტებისთვის არასდროს დაგვირტყამს“, – განახცადა ჰეგსეტმა.
ცნობისთვის, ირანის ქალაქ მინაბში გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 150 ადამიანი დაიღუპა.










